როგორ უნდა განვითარდეს ვერეს ხეობა ამ კითხვაზე უკვე თბილისში დიდი ხანია მსჯელობენ. არსებობს რამდენიმე მოსაზრება. ერთის მხრივ აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნეს ქალაქი უნდა გაშენდეს, მეორეს მხრივ კი რეკრეაციული პარკი.
NDI-ს კვლევის მიხედვით კი გამოკითხულ მოქალაქეთა ძალიან დიდი ნაწილი ხეობაში სწორედ რეკრეაციული პარკის მშენებლობას ითხოვს და კრძალავს რაიმე მშენებლობის წარმოებას მითუმეტეს ბიზნეს სითის მშენებლობას.
გახდება თუ არა ვერეს ხეობა თბილისის ფილტვები ეს მომდევნო თვეებში გამოჩნდება. მანამდე კი ოპოზიცია ვერეს ხეობაში ბიზნეს ქალაქის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
„მე და ჩემი მეგობრები პარკის გაშენებას ვემხრობით, ბიძინა ივანიშვილი კი ფიქრობს, რომ ბიზნეს სიტი უნდა აშენდეს. ამავეს გეგმავს იპოდრომზე. ადამიანმა თავისი სასახლე დაადგა შუაგულ თბილის თავზე,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კი ამბობს, რომ გამოცხადებულია კონკურსი და საბოლო გადაწყვეტილება არ არის მიღებული რა გაშენდება ვერეს ხეობაში.
NDI-ს კვლევაში მონაწილე პირთა 57 პროცენტი თვლის რომ ვერეს ხეობაში ყველანაირი მშენებლობა უნდა აიკრძალოს და ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული პარკი უნდა გაშენდეს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი