უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, თარხან ბათირაშვილის იგივე უმარ ალ შიშანის დაღუპვის შესახებ პანკისის ხეობაში არ ადასტურებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში მსგავსი ინფორმაცია არ აქვთ.
მათივე თქმით, ბათირაშვილის დაღუპვას არც მისი მამა ადასტურებს, რადგან ამის შესახებ არავის უცნობებია.
შეგახსენებთ, ერაყის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი დაჭრილია. ერაყის ავიაციამ ანბარის პროვინციაში ავტოკოლონაზე წერტილოვანი დარტყმა განახორციელა. ერთ-ერთ ავტომობილში ალ ბაღდადი იმყოფებოდა.
იერიშის შედეგად ის მძიმედ დაიჭრა, მისი თანხმლები 6 პირი კი ადგილზე დაიღუპა. ირანული მედიის ცნობით, დაღუპულებს შორისაა უმარ აშ–შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი.