საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში, ბრიტანული ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაღუპული სამხედროების გამო მწუხარებას გამოთქვამს და კოალიციის სარდლობასა და ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს სამძიმარს უცხადებს.
ავიაკატასტროფას ავღანეთში ნატოს 5 ჯარისკაცი ემსხვერპლა, კიდევ 5 კი დაშავდა.
გარდაცვლილთაგან ორი ბრიტანეთის მოქალაქეა, დანარჩენების ვინაობა კი უცნობია.
“ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს, ამავე დროს ჩვენი მხრიდან გაიგზავნა სამძიმრის წერილი ატაშეს სახელზე და ასევე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების შტაბებში,“ - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ბრიტანული ვერტმფრენი დღეს დილით ქაბულში, მტკიცე მხარდაჭერის მისიის შტაბბინაში დაშვების დროს ჩამოვარდა.