NDI-სკვლევის თანახმად გამოკითხული მოსახლეობის 71% საკუთარ მაჟორიტარს საკრებულოში არ იცნობს, 66 % კი თავს დაუსაქმებლად მიჩნევს.
NDI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგად დგინდება, რომ თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ დაბალია დედაქალაქის მერის მხარდამჭერთა რაოდენობაც. დავით ნარმანიას მუშაობით მხოლოდ 12 %-ია კმაყოფილი, 36% კი მის საქმიანობას ცუდად აფასებს.
კვლევა თბილისის მერის მუშაობის შეფასების გარდა სხვა საკითხებსაც შეეხო, მათ შორის არის პარლამენტის მდებარეობა, იუსტიციის სახლის მუშაობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები, საბავშვო ბაღების საკითხები, გამწვანება, ჰაერის დაბინძურება, საცობები თბილისში და სხვა.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.