20 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებას თბილისელების 41% ეწინააღმდეგება - NDI-ს კვლევა

NDI-ს კვლევით დადგინდა, რომ მასშტაბური პროექტი პანორამა თბილისი თბილისელების უმეტესობას არ მოსწონს. უცნობია შეიცვლება თუ არა პროექტის პირვანდელი სახე და მოხდება თუ არა თბილისელების აზრის გათვალისწინება. პანორამა თბილისის ერთ-ერთი დამფინანსებელი, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი, პროექტის დეტალებზე არ საუბრობს.

კვლევის შედეგების მიხედვით, პანორამა თბილისის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 71%-ს აქვს, მათგან 41 %-თვის კი მისი განხორციელება მიუღებელია.

პროექტის მშენებლობა, რომელსაც მოქალაქეების უმრავლესობა ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მაინც დაიწყება. შესაბამისი ტერიტორია უკვე შემოსაზღვრულია.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები