20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა გაურკვეველი ვადით ვაკანტური რჩება

გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა გაურკვეველი ვადით რჩება ვაკანტური.

გენერალი ვლადიმერ ჩიჩიბაია ქართულ არმიას ერთი წლით ტოვებს და ავღანეთში გაეროს მთავარ სამხედრო მრჩევლად მიემგზავრება.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენშტაბიდან წასვლის გამო მისი ხელმძღვანელის ვახტანგ კაპანაძის თქმით, შეიარაღებულ ძალებში საკადრო გადაადგილებები არ მოყვება.

გენერალი კაპანაძე ამბობს, რომ ჩაიჩიბაიას შემცვლელზე ჯერ არ ფიქრობს და მის პოსტს დროებით მისი ორი მოადგილიდან ერთ-ერთი შეითავსებს.

ავტორები: დავით კაკულია, გიორგი ჯანგულაშვილი, თემურ ვარაზანაშვილი, ეკა ბუცხრიკიძე. 

დღის ამბები