თელავში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის დამაარსებელი ელისო ვირსალაძე შემდეგი კონცერტისთვის ემზადება, რომელსაც ცნობილი პიანისტი წინანდალში ოისტრახის სახელობის კვარტეტთან ერთად გამართავს, დღეს კი თელავის მუსიკალურ სასწავლებელში მასტერკლასები დაიწყო, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალება ჰქონდათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანის შეფასება მოესმინათ.