17 სექტემბერი 2024,   13:10
ვრცლად
შეჯიბრების დროს, აშშ-ში სპორტსმენი დაიხრჩო

აშშ-ში, ტეხასში CrossFit-ის შეჯიბრზე ცურვისას სპორტსმენი დაიხრჩო. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. სპორტსმენი CrossFit Games-ის შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ფორტ ვორთში ტარდებოდა. შეჯიბრი ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ტურნირის პირველ დღეს სპორტსმენის დაღუპვის გამო, ღონისძიება შეწყდა.

CrossFit-ის აღმასრულებელი დირექტორის, დონ ფოლის განცხადებით, სპორტსმენის გარდაცვალებით შეძრულია. დაღუპული სპორტსმენის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

დღის ამბები