30 დეკემბერი 2024,   21:02
ვრცლად
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ჩამოდიან

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოდიან. ინფორმაციას შტატების საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შეერთებული შტატები რჩება სრულად ჩართული და ერთგული საქართველოს ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში.

 

დღის ამბები