თბილისში, ნაძალადევის რაიონში სახლის კედელი ჩამოინგრა - ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე შენობის დაზიანება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
ადგილობრივების ინფორმაციით სახლი ავარიულია და მისი შეკეთება წლებია არ მომხდარა.
კედლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგეობის წევრები, რომლებიც სახლის მაცხოვრებლებს დახმარებას დაპირდნენ.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, გამგეობა მზად არის საკუთარი სოციალური პროგრამის ფარგლებში მოახდინოს დაზარალებულების დახმარება.