20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავატომობილო გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რებილიტაცია დაასრულა.

განახლებული გზა დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს. 

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სატრანზიტო გადამზიდავებისთვის და მიმდებარე სოფელ არშას მაცხოვრებლებისათვის გზაზე გადაადგილება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

დღის ამბები