20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ" - ნიკა მელიამ პენსიონერების ოჯახი მოინახულა

მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აწუხებთ იოსელიანების პენსიონერ ოჯახს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ეკონომიკური კრიზისის და ფასების ინფლაციის გამო მათი ხარჯი გაიზარდა და პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილესთან საუბარში მოხუცები ამბობენ, რომ საკვების და მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. სოციალურმა სააგენტომ კი მათ ქულები ისე გაუზარდა, რომ სოციალური აგენტი არც კი მისულა მათ შესამოწმებლად.

"ჩვენ კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ," - განაცხადაბენ იოსელიანები. 

ნაცონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას ფუფუნებაზე, პრემიებსა და დანამატებზე და 2016 წლის ბიუჯეტში პენსია 50 ლარით გაზარდოს.

"ცინიზმია ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც საქართველოში არსებობს 30 ათასი ოჯახი, რომელსაც შეუჩერეს სოციალური დახმარება. თუ ივანიშვილი კეთილს ინებებს და შეუმცირებს პრემიებსა და დანამატებს თავის მაღალჩინოსნებს, სავსებით შესაძლებელი იქნება, რომ პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაეზარდოთ," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები