სოფელ გარიყულაში სასმელი წყლის გაყვანილობის გასაკეთებლად სამუშაოები 26 აგვისტოს დაიწყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ რეაბილიტაცია ფერხდება. გზაზე არსებული თხრილების გამო სოფელში მანქანით მოძრაობა ახლა შეუძლებელია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სოფელს აღარც წყალი აქვს.
შეჩერებული სამუშაოების გასაპროტესტებლად გარიყულას მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროექტი არასწორად არის შედგენილი და მშენებელი კომპანია გამგეობამ ტენდერის ჩატარების გარეშე შეარჩია.
ადგილობრივების პრობლემების მოსასმენად გარიყულაში გამგეობის წარმომადგენელიც მივიდა. გიორგი დარბიაშვილმა სამუშაოების შეფერხების მიზეზად უამინდობა დაასახელა. მისი ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია კანაპე პლუსი სამუშაოებს 25 ნოემბრამდე დაასრულებს, ვადის გადაცილების შემთხვევაში კი კომპანიას შესაბამისი სანქციები დაეკისრება.
კომპანიაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ავტორები: თათია ხორბალაძე, თამთა ობოლაძე, ქეთევან ჯაფარიძე.