20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"რუსთავი 2 ჩვენია" - რუსთავი 2-ის მხარდამჭერები სასამართლოს ეზოს გარეთაც იკრიბებებიან

რუსთავი 2-ის მხარდამჭერების რაოდენობა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ხალხი უკვე სასამართლოს ეზოს გარეთაც იკრიბება.

რუსთავი 2-ის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი რუსთავი 2-ს დაიცავენ.

მხარდამჭერების თქმით, რუსთავი 2 არის საუმაუწყებლო კომპანია, რომლისგანაც სიმართლეს იგებენ. 

"რუსთავი 2-ის დაკარგვა დიდი ზარალი იქნება. რუსთავი 2 ჩვენია და ჩვენად უნდა დარჩეს,"-აცხადებს ერთერთი მხარდამჭერი. 

სასამართლო ეზოში არასამათავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები იკრიბებიან. ექსპერტი ნიკოლოზ ჩიტაძე აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს ტელევიზიას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს და პროცესებს ობიექტურად აშუქებს.

ჩიტაძის თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს სიტყვის თავისუფლებასა და მაღალ პროფესიონალიზმს.  მისივე განცხადებით, რუსთავი 2-ზე წარმოშობილი დავა პოლიტიკურია.

11:00 საათზე საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელზე სასამართლო სხდომა იწყება.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები