20 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
„ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას“ - აცხადებენ საქალაქო სასამართლოსთან მისული მოქალაქეები

„ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას“ - აცხადებენ საქალაქო სასამართლოსთან მისული მოქალაქეები. მათი თქმით, ამ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება არა მარტო რუსთავი 2-ს, არამედ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას სიტყვისა და გამოხატვის უფლების შესახებ.

„დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს მოსპოს სიტყვის თავისუფლება და შექმნას მისი სასურველი რეალობა,“ - აცხადებენ მხარდამჭერები.  

თუ პროცესი რუსთავი 2-ის სასარგებლოდ არ დასრულდა, ადგილზე მყოფები მასობრივ გამოსვლებს არ გამორიცხავენ.

მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მოსახლეობა არ მისცემს ხელისუფლება საშუალებას რუსთავი 2-ს პრობლემები შეექმნას.  

„სიტყვის თავისუფლებას გვიკრძალავს მთავრობა, რუსთავი 2-ს თუ უკრძალავს ჩვენ რას გვიზამს, საწყალ ხალხს? განადგურების გზაზეა მისული ქართველი ერი“ - აცხადებს ტელეკომპანიის მხარდამჭერი.

„მოვედი ჩემი საყვარელი არხის დასაცავად. ძალიან მინდა რომ ჩემთვის სასურველი შედეგი დადგეს, მაგრამ იმდენად არაადეკვატურია ხელისუფლება, რომ ეჭვი მეპარება,“ - აცხადებს მოქალაქე, რომელიც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს სასამართლოს ეზოდან ადევნებს თვალყურს.

  

დღის ამბები