საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.
თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი, კობა ხაბაზი, ამბობს, რომ ის სასამრთლოსთან არამხოლოდ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად, არამედ თავისუფალი სიტყვის დასაცავად მივიდა.
"ივანიშვილო, ხელები შორს რუსთავი 2-ისგან,"-აცხადებს კობა ხაბაზი.
სასამართლოსთან იმყოფებიან საქართველოს ევორპული დემოკრატების თავმჯდომარეც. პაატა დავითაიას თქმით, რუსთავი 2-ის დახურვა ქვეყნის უკან სვლა იქნება.
სასამართლოსთან იმყოფება სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის თავმჯდომარე. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესში არ ერევიან, "უტიფარი ტყუილია."