20 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
"დღეს ხდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა" - ზაზა ხატიაშვილი

საქალაქო სასამართლოსთან ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი, იმყოფება.

"დღეს ხდება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა, ეს არის ძალიან ცუდი და სამარცხვინო პროცესი, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება რუსთავი 2-თან მიმართებაში აკეთებს. ეს არის სრულიად პოლიტიზირებული პროცესი და ის სამართლებრივ პროცესთან კავშირში არ არის... შევარდნაძის ხელისუფლება რუსთავი 2-ში შევარდნამ შეცვალა, სააკაშვილის ხელისუფლება იმედში შევარდნამ და ახლაც ანალოგიურ შეცდომას უშვებს ხელისუფლება,"-განაცხადა ხატიაშვილმა. 

ხატიაშვილის თქმით, მოსამართლე ურთმელიძემ საქმე უნდა აიცილოს.

"ჭკვიანი და გონიერი მოსამართლე ამ საქმეს აუცილებლად აიცილებდა და სასამართლოს იმიჯს გადაარჩენდა,"-განაცხადა ხატიაშვილმა. 

 

დღის ამბები