06 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
ქობულეთში, ფაროსანას საწინააღმდეგოდ, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

ქობულეთში, ფაროსანას საწინააღმდეგოდ, ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტო, აჭარაში, მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.

ტერიტორიები თერმული ნისლით უკვე მეორედ მუშავდება ქობულეთის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში. მობილიზებულია 31 ერთეული სპეცტექნიკა.

წამლობა, უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

ქობულეთის 7 ადმინისტრაციულ ერთეულში დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი.

დღის ამბები