20 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"სამწუხაროდ არ ისმის სათანადოდ ხმამაღლა თქვენი ხმა" - ნიკა გვარამია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საგანგებო განცხადებას აკეთებს, დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მოუწოდებს მათ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ღიად და ხმამაღლა გამოთქვან თავისი პოზიცია.

„სამწუხაროდ არ ისმის სათანადოდ ხმამაღლა თქვენი ხმა. საქართველოში დამყარებულია რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც ყოველგვარი საუბარი დემოკრატიის განვითარებაზე მის შემდგომ პერსპექტივებზე არის ფარისევლობა თქვენის მხრიდან. ამ ქვეყნის დემოკრატია იმყოფება უღრმეს კრიზისში და თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევს საერთაშორისო თანამეგობრობა და არ ისაუბრებს ამაზე ხმამაღლა ამ ქვეყნის მომავალი დაიკარგება, ხოლო ევროპისთვის და ევროატლანტიკური სივრცისთვის საქართველო დაიკარგება,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ პროცესებს რუსეთში ტელეკომპანია ენ ტე ვე-ს გარშემო მომხდარს ადარებს და ამბობს, რომ დღეს საქართველოში მოვლენები ვითარდება რუსული სცენარით.

„რუსთავი 2 -ის განადგურება მიმდინარეობს ენ ტე ვე-ს სცენარით, როლური მოდელი ბიძინა ივანიშვილისათვის არის ვლადიმერ პუტინი, შესაბამისად ყველაფერი ხდება ისე, როგორც ხდებოდა რუსეთში წლების წინ და ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც დასრულდა რუსეთში წლების წინ. ამ ქვეყნისგან მიიღებს რუსეთის ახალ სატელიტს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

დღის ამბები