27 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
"ეს იყო არა მხოლოდ ძალიან მშვიდობიანი პროცესი, არამედ ძალიან მოწესრიგებული, თავისუფალი და სამართლიანი" - საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა

საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

"ეს იყო არა მხოლოდ ძალიან მშვიდობიანი პროცესი, არამედ ძალიან მოწესრიგებული, თავისუფალი და სამართლიანი. მსურს, მივულოცო ყველა პროფესიონალს, რომელთაც წარმატებით წარმართეს ეს არჩევნები. ქართველმა ხალხმა გამოიყენა ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება და ეს გასახარია", - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა.

ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნება" 54,23%-ით ლიდერობს.

დღის ამბები