27 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
"99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, "ქართული ოცნება" უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 90 მანდატს, ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის" - შალვა პაპუაშვილი

ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, პროგნოზებით, "ქართული ოცნება" უახლოეს კონკურენტს 44%-ით უსწრებს და მოიპოვებს 54%-ს, ანუ 90 მანდატს 150-ადგილიან პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე X-ზე წერს.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის მკაფიო ნიშანი ოპოზიციისთვის.

"მინდა, მივულოცო ყველა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერს და მთელ საქართველოს "ქართული ოცნების" საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ", – წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები