27 ოქტომბერი 2024,   13:16
ვრცლად
"დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული" - გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების დაგეგმარებისა და ორგანიზების პროცესი ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული.

მისი განმარტებით, ამაზე არაერთი სტატისტიკური მონაცემი მიუთითებს, მათ შორის - ელექტრონული ტექნიკის მუშაობის გამართულობის მაჩვენებელი.

"დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემებს წარმოგიდგენთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, ჯამში გამოყენებული იყო 15 ათასამდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება და არცერთ უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად, ტექნოლოგიების გამოყენების კარგ შედეგად ითვლება, თუ საარჩევნო პროცესის დრო, აპარატების 1% გამოვიდა მწყობრიდან. ჩვენ შემთხვევაში კი, ამ რიცხვმა მხოლოდ 0,1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები