საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის დირექტორის განცხადებას "გაუგებარი" უწოდა. მან განაცხადა, რომ გვარამიას განცხადება ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას.
"მე გუშინვე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ვიცი, რომ გუშინვე დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და ძიება. ეს ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას. თუმცა, ვფიქრობ, უნდა შეისწავლონ, ბოლომდე გამოიძიონ და ამ ადამიანს თუ ვინმე მართლა რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობს ჩვენც ვიცოდეთ. თუმცა, მე ვერ შევატყვე, ყოველშემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაიმე დასამალი აქვს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.