20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"ჩვენ არ დავთმობთ რუსთავი2-ს," - ზაალ უდუმაშვილი

"ჩვენ არ დავთმობთ რუსთავი2-ს"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სასამართლო პროცესი არის შოუ რომელზეც არხის გენერალურ დირექტორს საკუთრი კომპანიის დაცვის საშუალების უფლებას მოსამართლე არ აძლევს. 

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით სასამართლო სხდომა უნდა გადაიდოს მანამდე სანამ პროკურატურა იმ შანტაჟსს არ გამოიძიებს, რომლის შესახებაც ნიკა გვარამიამ ისაუბრა. 

ზაალ უდუმაშვილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება საქმეზე არის მიღებული, რომელიც შესაძლოა მოსამართლემ დღეს, ან რამდენიმე დღეში გამოაცხადოს. 

"ჩვენ რუსთავი 2-ის დათმობას არ ვაპირებთ, არც ჩვენი მხარდამჭერები. რომლებიც შენობასთან იკრიბებიან და უნდათ, რომ დაიცვან ტელევიზია. ამ გადაწყვეტილებებს თუ მიღებენ ცუდ შედეგს მიიღებენ", - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

დღის ამბები