20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
"მე სრულიად შეშფოთებული ვარ," - ანა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებზე

საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი იმყოფება. 

ანა ნაცვლიშვილი რუსთავი 2-ს სოლიდარობას უცხდებს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიასაშუალება არსებობდეს.

"ჩვენი მონიტორი არის დარბაზში, ჩვენ ყველა სხდომას დავაკვირდებით, იმიტომ, რომ წმინდა სამართლებრივადაც შევაფასოთ ეს დავა, თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც შეფასებას განსაზღვრავს, არამხოლოდ ის, რა ხდება სასამართლო დარბაზის შიგნით, არამედ  ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რა ხდება სასამართლო დარბაზის გარეთ," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილმა კომენტარი ნიკა გვარამიას განცხადებაზეც გააკეთა. მან ეკა მიშველაძის განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ ეს საქმეები უსწრაფესად უნდა გამოიძიოს. 

"მე სრულიად შეშფოთებული ვარ იმ განცხადების შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ გააკეთა მისი პირადი ცხოვრების კონტროლის თაობაზე," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები