20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
პრეზიდენტი მოუწოდებს ურთმელიძეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება

რამდენიმე წუთის წინ გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლე ურთმელიძეს საგანგებო განცხადებით მოუწოდა არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. 

„მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი-კონსტიტუციური წესრიგი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები