20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება", - თინა ხიდაშელი პრეზიდენტის ბრიფინგს აფასებს

მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ბრიფინგს მინისტრთა კაბინეტის წევრები ეხმაურებიან. ისინი არ ეთანხმებიან გიორგი მარგველაშვილის შეფასებას, რომ ქვეყანა მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და რომ ამას ხელს უწყობს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

"ნებისმიერი ასეთი შემთხვევის დროს პრეზიდენტი იწყებს ძალიან მძიმე სიტყვებით საუბარს. საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს. როდესაც იწყებ საუბარს იმაზე, რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. ამიტომ, ვიდრე ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა," - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

მინისტრების დიდმა ნაწილმა პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მოსალოდნელ პროვოკაციებზე ასევე არ გააკეთა განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის ასევე მიუღებელია, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან იწყებს. 

დღის ამბები