პრეზიდენტის ადმინსტრაჩიაში შეხვდრა კონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო სტაბილურობის დასაცავად ამ წუთებში დაიწყო.
პრეზიდენტმა პირველი შეხვედრა თავისუფალ დემოკრატებთან გამართა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი მივიდა. ის ამ წუთებში ხვდება პრეზიდენტს.
ავლაბრის რეზიდენციაში იმყოფებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათ შეხვედრის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს.
"ეს განცხადება იყო დროული, მეტიც მსგავსი მდგომარეობის შექმნის დროს მისი ვალდებულებაა ჩაერთოს აქტიურად პროცესში. ის რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს, აქედან კონსტიტუციური წესრიგის რღვევამდე ერთი ნაბიჯია. ეს იყო დროული და კონსტრუქციული განცხადება. მთავრობა და პარლამენტი უარს ამბობენ ყველა ტიპის კონსულტაციაზე,"- აცხადებს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.
პრეზიენტის ადმინისტრაციაში იმყოფება პაატა დავითაია და ირაკლი ღლონტიც. ორივე პოლიტიკოსი გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიესალმება.