ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი რუსთავი 2-ს და მის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პატივისცემას უცხადებს სიმამაცისთვის. წერილი ელიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"დღეს ისინი არა მარტო საკუთარი არხის, არამედ მთელ საქართველოში სიტყვის თავისუფლების გადარჩენისთვის იბრძვიან, რაც უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის მომავალი განვითარების ევროპულ გზას.
"წარმატებას გისურვებთ ამ ბრძოლაში თქვენ და ყველა თქვენს მხარდამჭერს! ჩემთვის ეს დემოკრატიული, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაა," - წერს ლუბა ელიაშვილი.