პრეზიდენტის მისამართით მთავრობის წევრების კრიტიკას ექსპერტები ეხმაურებიან. თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის პოლიტიკოსია საქართველოში.
,,მთავრობას შევახსენებ, რომ მარგველაშვილი არის ყველაზე ლეგიტიმური საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში. იგი არჩეულია პირდაპირი წესით. ასე რომ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, უნდა გაითვალისწინონ მისი პოზიცია,“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მისივე თქმით, მთავრობამ ომი გამოუცხადა რუსთავი 2-ს და ის მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს ლეგიტიმურ გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს.