20 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
ხმაური "პირიმზესთან" - გიორგი კოდუას კვერცხები ესროლეს

დაპირისპირება და ხმაური ბიზნესმენ გიორგი კოდუასა და ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს შორის ცოტა ხნის წინ დაიწყო. 

ინციდენტი თბილისის ცენტრში პირიმზეს შენობასთან მოხდა, სადაც კოდუას კვერცხები ესროლეს. კოდუა აქციის მონაწილეებთან გამოვიდა და მოუწოდა მათ შეეწყვიტათ კვერცხების სროლა და შენობის განზრახ დაზიანება. 

"არაფერ კარგს არ მოუტანს ეს ყველაფერი ქვეყანას. ეს ურთიერთგარჩევები ქუჩაში, რომ არ გადაიზარდოს აუცილებელია მთავრობამ გააკონტროლოს,"- განაცხადა კოდუამ. 

ირკვევა, რომ აქციის მონაწილეები თავისუფალი ზონის ოფისს დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ეძებდნენ და ვერ იპოვეს, რის შემდეგაც მათ პირიმზის შენობას კვერცხები ესროლეს და წითელი საღებავებით მასზე წარწერები დატოვეს. 

აქციის მონაწილეებს გარემოვაჭრეები და პირიმზის შენობაში არსებული სხვადასხვა კომერციული ფართების მეპატრონეები დაუპირისპირდნენ. 

თავისუფალი ზონის წარმომადგენლები კი მომხდარის გამო გამოძიების დაწყებას. 

პირიმზესთან განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდნენ სამართალდამცავები თუმცა აქციაზე არავინ დაუკავებიათ. 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები