4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის დაკითხვა. ახვლედიანმა პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა და მცირე კომენტარი გააკეთა.
მან დაადასტურა, რომ ოთხშაბათს დღისით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ოფისში არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარმიას შეხვდა, თუმცა საუბრის შინაარსის გახმაურებისაგან თავი შეიკავა.
რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე რას ეხებოდა მისი და ნიკა გვარამიას საუბარი ახვლედიანმა კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ დეტალებზე მხოლოდ გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსი ახვლედიანი დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც დღეს მთავარ პროკურატურაში საგამოძიოებო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ნიკა გვარამიამ ოფიციალურად დაასახელა, რომ ახვლედიანი იყო ის პირი, რომელიც 21 ოქტომბერს მას შეხვდა და ხელისუფლების გზავნილი გააცნო, რომლის თანახმადაც თუ გვარამია რუსთავი 2-ის მართვის პროცესს არ ჩამოსცილდებოდა მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასა და სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ.