რუსთავი 2 შენთვის მორიგ კონცერტს გეგმავს- ტელეკომპანია თბილისში თავისუფლების მოედანზე მოქალაქეებს ელოდება. 3 თვიანი კამპანია, რომელმაც 7 რეგინი მოიარა, ხვალ თავისუფლების მოედანზე საღამოს 19:00 საათზე სრულდება.
დღეს კონცერტის ერთ-ერთმა მონაწილემ ინდირა ჯგერენაიამ განაცხადა, რომ მას დაფარული ნომრით უცხო პირი დაუკავშირდა და გააფრთხილა, რომ არ დაეტოვებინა ქუთაისი და არ მიეღო კონცერტში მონაწილეობა.
ხვალინდელი კონცერტის გეგმებზე დღეს რუსთავი 2-ის მარკეტინგისა და პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა გიგა სულაძემაც ისაუბრა.
„ძალიან გრანდიოზული ღონისძიების მომსწრე გადებიან იქ მოსული ადამიანები. შოუს დროს არ დავტოვებთ გაწბილებულს მაყურებელს,“ - ამბობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მარკეტინგისა და პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი გიგა სულაძე.
თავისუფლების მოედანზე გამართულ კონცერტს ტრადიციულად ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა დაასრულებს.