რუსთავი 2 თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე ეპატიჟება. ერთ საათში დედაქალაქის ცენტრში ტელეკომპანია ერთგულ მაყურებელს მასშტაბურ კონცერტს შესთავაზებს. ამით რუსთავი 2 ქვეყნის მასშტაბით სამთვიან ტურნეს ასრულებს.
ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია.
რუსთავი 2-ის კონცერტებმა საქართველოს მასშტაბით შვიდი ქალაქი მოიცვა, კულმინაცია კი თბილისია. კომპანია მერვე კონცერტით დაასრულებს რეგიონალურ გასვლებს.
პროექტში მონაწილებას იღებენ რუსთავი 2-ის ცნობილი მუსიკალური პროექტების ყველა დროის ვარსკვლავები.
დღევანდელ პროგრამას დაემატა კახაბერი და ხანუმები და მაია დარსმელიძე.
ორგანიზატორების თქმით მაყურებელს და თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებს 5 საათიანი კონცერტის განმავლობაში ბევრი სიურპრიზი ელოდება.