20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე უმრავლესობა დღეს განცხადებას გაავრცელებს

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე უმრავლესობა საკუთარ პოზიციას იმ განცხადებით გამოხატავს, რომელსაც დღეს გაავრცელებს. მისი შინაარსი ამ დრომდე უცნობია, თუმცა უმრავლესობაში ამბობენ, რომ ის მედიაპლურალიზმს და მის დამოუკიდებლობას შეეხება.

განცხადების გამოქვეყნებამდე მმართველი გუნდის წევრები სასამართლო პროცესების შეფასებებისა და მოწოდებებისგან თავს იკავებენ, რადგან ეს, მათი თქმით, შესაძლოა, სასამართლოზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად აღიქმებოდეს.

იმავდროულად აცხადებენ, რომ მედიის მუშობას საფრთხე არ უნდა შეექმნას. სწორედ ჟურნალისტთა უსაფრთხოებით ხსნიან შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას სამაუწყებლო კომპანიის პერიმეტრზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟების თაობაზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები