20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ზუსტად ერთ საათში სასამართლოში "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება

ზუსტად ერთ საათში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება საქალაქო სასამართლოში. პროცესი 10 საათზეა ჩანიშნული.

მოპასუხე მხარე ახსნა განმარტებით წარსდგება, რომელიც დაასაბუთებს, რატომ არის ეს სარჩელი უსაფუძვლო და რატომ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სხდომაზე ასვე გადაწყდება დაკმაყოფილდება თუ არა სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარის შუამდგომლობა ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე.

არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატები კიდევ ერთი შუამდგომლობით წარდგნენ და ნიკა გვარამიას პროცესზე დაშვება მოითხოვონ.

დღესვე შესაძლოა, მოსარჩელე მხარის ექსპერტი დაიკითხოს, რომელმაც დაადგინა რა ღირებულების იყო რუსთავი 2-ის აქციები 2006 წელს.

დღის ამბები