მხარეთა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება დღეს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საქმის განხილვა.
ასევე დაიკითხება ის ექსპერტი, რომელმაც მოსარჩელე ქიბარ ხავლაშის მოთხოვნის საფუძველზე შეისწავლა და დაადგინა ტელეკომპანიის წილების ღირებულება 2006 წელს საუბარია დაახლოებით 6 მილიონ ლარზე, რასაც არ ეთანმხება მოპასუხე მხარე.
დღესვე, თუ მოესწრო, საპაექრო სიტყვებით წარსდგებიან მხარეები, რის შემდეგაც უკვე რეპლიკის შესაძლებლობა ექნებათ რუსთავი 2-ის ადვოკატებეს.
ამ პროცედურების შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოიტანოს. თუმცა, დაცვის მხარის თქმით, ეს სავარაუდოდ დღეს ვერ მოესწრება. პროცესი 10 საათზე დაიწყება.