რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა რამდენიმე წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.
თავისუფალი სიტყვის დასაცავად, ტელეკომპანიის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისევე, როგორც წინა პროცესებზე, დღესაც აპირებენ სასამართლოს შენობასთან მისვლას.
მხარდამჭერები რუსთავი 2-ის ოფისთანაც გეგმავენ მოსვლას.