გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი პირველ კომენტარს აკეთებს რუსთავი 2-ის საქმის ირგვლივ. დიპლომატის თქმით, ის ყურადღებით და გარკვეული შეშფოთებით აკვირდება პროცესებს.
"დიდი ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. ეს საკითხი ფართოდ განიხილება. ჩვენ დაველოდებით შედეგს და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ამ ვითარებას," - განაცხადა ნილს სკოტმა.