ლოს ანჯელესში, კინოვარსკვლავ კიანუ რივზის სახლიდან მოპარული სამი ძვირადღირებული საათი სამართალდამცველებმა ჩილეში იპოვეს. საათებს შორისაა "როლექსიც", რომლის ღირებულებაც $9,000-ს აღწევს.
პოლიციამ საათებს ძარცვაში ეჭვმიტანილ პირთა 4 სახლის ჩხრეკისას მიაკვლია.
მსახიობის სახლი 2023 წლის დეკემბერში გაძარცვეს. მძარცველებმა რივზის ძაღლი მოკლეს.
მსახიობი ძარცვის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წელს, სამი დღის განმავლობაში, მის სახლში ორჯერ შეიჭრნენ.