20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყება - შესაძლოა, ურთმელიძემ გადაწყვეტილება დღესვე მიიღოს

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს 11 საათზე დაიწყება. რუსთავი 2-ის ადვოკატები საპაექრო სიტყვისთვის ემზადებიან.

სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარე მოსარჩელის მხრიდან მტკიცებულების არ არსებობაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას. გარდა ამისა, ადვოკატები პროცესის დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. საპაექრო სიტყვის შემდეგ თამაზ ურთმელიძე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს.

გუშინდელი სხდომა კი დღის მეორე ნახევარში ხმაურით მიმდინარეობდა. მოსამართლემ რუსთავი 2-ის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, დაიკითხა მოსარჩელე მხარის ერთადერთი მოწმე-ექსპერტი, რომელმაც კომპანიის წილების ფასის შესახებ დასკვნა მოამზადა.

სამაუწყებლო კომპანიის დაცვის მხარე აცხადებს, რომ შოთა ივანაშვილმა მათ ვერც ერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები