20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ნიკა გვარამიას განცხადებას არასამთვრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასა და მიმდინარე სასამართლო პროცესს სამოქალაქო სექტორი ეხმაურება.

„არ მეპარება ეჭვი, რომ მოსამართლე ურთმელიძე გაბედავს და იტყვის, რომ გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა აღსრულდეს. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ სავსებით ლეგიტიმურია ბატონი ნიკა გვარამიას განცხადება,“-აღნიშნა მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა აძლიერებს ისედაც არსებულ ეჭვს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად სასამართლოს მიერ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ასახელებენ

„აჩქარებული ტემპი და მოსამართლის მხრიდან მოპასუხისთვის გონივრული ვადის არ მიცემა იმის ფონზე, როგორი დრო სჭირდება მსგავსი დავის განხილვას, აძლიერებს იმ ეჭვებს, რაც აქამდე გამოთქმულია,“-განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას სამაუწყებლო კომპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. გვარამია არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები