პოლონეთის ელჩი რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამაის შეხვდა.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც სარეკლამო სფეროში სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
„მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ჩვენსა და პოლონურ მხარეს შორის, ასევე რეკლამირებას, პოლონეთთან დაკავშირებული კლიპების გაშვებას. მნიშვნელოვანია, რომ პოლონური მხარე ასეთ ვითარებაში გვერდით გვიდგას,“ - განაცხადა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
პოლონელმა დიპლომატმა რუსთავი 2-ის გარშემო შექმნილ ვიათრებაზე ისაუბრა.
“რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, მნიშვნელოვანია საქართველოში მედიაპლურალიზმისა და პლურალისტური პოლიტიკური ლანდშაფტის არსებობა. ასევე მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის ფუნქციონირება ქართული საზოგადოებისთვის,” – განაცხადა ანდრჟეი ჩიეშკოვსკიმ.