16 მარტი 2025,   19:22
ვრცლად
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობას ტოვებს

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ იოჰანისმა განცხადება გააკეთა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

პოლიტიკოსმა განმარტა, რომ თანამდებობის დატოვებას 12 თებერვალს აპირებს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები დღეს გეგმავდნენ პარლამენტისთვის მიემართათ და კენჭი ეყარათ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.

ცნობისთვის, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის გადადგომის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევნები სამი თვის ვადაში უნდა ჩატარდეს.