
ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში, "ქართული ოცნების" დეპუტატებთან დაპირისპირებაში მონაწილეობდა აცხადებს, რომ ქუჩაში თავს ნიღბიანები დაესხნენ.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ, როდესაც ის ძაღლს ასეირნებდა.
"თავს დამესხა 3 ნიღბიანი. აგერ კამერები არის. არ ვიცი ვინ იყვნენ, ძაღლს ვასეირნებდი, ტელეფონს ვუყურებდი, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით, აგერ მაღაზიაში შევედი და მერე წავიდნენ. ეგ არაფერი, ახლა ჩვეულებრივად, როგორც ხდება ხოლმე, პოლიციას გამოვიძახებ, ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვები თავის გზაზე როგორც საჭიროა“, - აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.