
ილონ მასკი ამერიკის ფედერალურ სადაზღვევო სისტემაში არესებული თაღლითობის შესახებ საუბრობს. აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საკითხთან დაკავშირებით პოსტს X-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"მოცემულ მომენტში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ფედერალურ შემწეობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბები, რომელიც სოციალურ უზრუნველყოფას, სამედიცინო დაზღვევას და შშმ პირთა დახმარებას მოიცავს, საერთო თანხით სცდება ყველა კერძო თაღლითობის მონაცემს, რომელიც შესყიდვების ფედერალური სააგენტოდან ოდესმე გსმენიათ. ახლოსაც კი ვერ მოვა", - წერს მასკი.