რუსთავი 2 შენთვის-სამაუწყებლო კომპანიის მიერ რეგიონებსა და თბილისში გამართული ტურნეს შემდეგ ბოლო კონცერტი რუსთავი 2-ის მხარდაჭერებისთვის კიდევ ერთხელ, ახლა უკვე სამაუწყებლო კომპანიის ეზოში გაიმართა.
კონცერტი დაგეგმილ დროს ზუსტად 16:00 საათზე დაიწყო და 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონცერტს რუსთავი 2-ის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
ორსაათიანი კონცერტის დროს შესრულდა როგორც ცნობილი ქართული ასევე უცხოური სიმღერები.
სცენაზე ერთმანეთს საქართველოს ვარსკვლავის, ნიჭიერის და Xფაქტორის ყოფილი მონაწილეები ენაცვლებოდნენ. კონცერტი ტრადიციულად ჯგუფმა გამოუვალმა მდგომარეობამ დაასრულა.