05 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ევროკავშირის შესახებ ახალი პროექტი რუსთავი2-ზე

ტელეკომპანია რუსთავი2-სა და ადენაუერის ფონდს  შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება გადაცემა შუა დღეში ევროკავშირის შესახებ სიუჟეტების მომზადებას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანი, ევროკავშირის შესახებ, მოსახლეობის სიღრმისეული ინფორმირებაა.

"მომზადდება კიდევ ერთი ახალი და ძალიან საინტერესო პრეოქტი. ამის მიზანია, რომ მაყურებელს კიდევ უფრო კარგად ავუხსნათ  დიდი ევროპული ოჯახის ის ღირებულებები რომლის წევრობისკენაც ჩვენ ასე მივილტვით,"- განაცხადა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ და ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა. 

ახალ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა კონრად ადენაუერს ფონდის ხელმძვანელმა ჯანან ათილგანმა. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს არჩევანი არის უცვლელი ევროპასთან დაახლოების გზაზე. რუსთავი2-თან თანამშრომლობით, გვინდა მეტი ინფორმცია მოვაწოდოთ საზოგადოებას იმ სიახლეების და ცვლილებების შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით ხორცილედება. ასევე, უკეთ გავცანოთ მათ ევროპული კულტურა და დასავლური ღირებულებები,"- განაცხადა კონრად ადენაუერს ფონდის ხელმძვანელმა.

დღის ამბები