18 მაისი 2024,   08:42
ვრცლად
ყაჩაღობა ხობის რაიონში - სოფელ ხიბულაში ერთ-ერთ ოჯახს ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს

ყაჩაღობა ხობის რაიონში - სოფელ ხიბულაში ერთ-ერთ ოჯახს დღეს გამთენიისას დაესხნენ თავს. ოჯახის წვერთა განცხადებით, სახლში ორი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა, ერთი პირი კი თავდამსხმელებს გარეთ ელოდებოდათ.

თავდამსხმელები დიდი რაოდენობით თანხას ითხოვდნენ, მას შემდეგ კი, რაც ისინი საბანკო ამონაწერის მეშვეობით დაარწმუნეს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი თანხა გადარიცხული იყო და სახლში აღარ ინახებოდა, მათ 300 ლარი და ოქროს ნივთები წაიღეს.

ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ის სამართალდამცველებმა ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს.

დაზარალებული სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს იმ მიზეზით, რომ როგორც თავად ამბობს, გამომძიებლებმა მას ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

დღის ამბები