18 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
ველოდებით, წამოვა თუ არა "ქართული ოცნება" კომპრომისზე - ზურაბ ჭიაბერაშვილი საკონსტიტუციო კომისიაზე

საკონსტიტუციო კომისია მთავარ კანონში შესატანი ცვლილებების საბოლოო ვერსიას სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც კომისიაში ჯერ კიდევ რჩებიან, დოკუმენტში შესული ცვლილებების მიხედვით გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა ამ ფორმატში მუშაობას.

„ჩატარდეს პროპორციული სისტემით არჩევნები და მანდატები გადანაწილდეს სამართლიანად. ხალხს დარჩეს პრეზიდენტის არჩევის უფლება და ბუნებრივია, პრეზიდენტმა შეინარჩუნოს ის ფუნქციები, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არის ის პრინციპული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ველოდებით, წამოვა თუ არა ქართული ოცნება კომპრომისზე. ჯერჯერობით ისინი ჯიუტობენ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშილმა.

დღის ამბები